ავეჯის მასალების მაღაზიიდან 10 000 ლარამდე თანხის მოპარვა სცადეს. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XVII მიკრორაიონის ტერიტორიაზე არსებულ ავეჯის მასალების მაღაზიაში 25 წლამდე მამაკაცი შევიდა. დაელოდა მომენტს როდესაც სალაროსთან არავინ იყო, რის შემდეგაც მივიდა და თანხის გატაცება სცადა. ფულის გატაცების ფაქტი შენიშნა მაღაზიის თანამშრომელმა, რომელმაც მამაკაცს თანხის წაღების საშუალება არ მისცა.
ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცავებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა 10 000 ლარამდე თანხის გატაცებას ცდილობდა.