ავეჯის სახელოსნოში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 24-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. azertag-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბაქოში მოხდა.
აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.