დასავლეთ ავღანეთში, ირანის საზღვართან ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დასავლეთ ქალაქ ჰერათიდან დაახლოებით 40 კილომეტრში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (06:30 GMT) დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი შენობა დაზიანდა, ხალხი ნანგრევების ქვეშ მოექცა და სულ მცირე სამი ძლიერი ბიძგი იყო.
როგორც BBC იუწყება, არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები დაღუპულთა რაოდენობის შესახებ.
ჰერატის პროვინციული საავადმყოფოს დირექტორმა BBC-ს განუცხადა, რომ სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 500 დაშავდა. მისივე თქმით, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა საბოლოო არ არის და ეს რიცხვი შესაძლოა შეიცვალოს.
შაბათს, პროვინციის კატასტროფების მართვის ხელმძღვანელმა მოსა აშარიმ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ”ჯერჯერობით 1000-ზე მეტი დაშავებული ქალი, ბავშვი და ხანდაზმული მოქალაქეა შეტანილი ჩვენს ჩანაწერებში და დაახლოებით 120 ადამიანი დაიღუპა”.