ახალი მიწისძვრა დაფიქსირდა დასავლეთ ავღანეთში – რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რეგიონში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ ჰერატის მახლობლად მოხდა. ის 6,3 კმ-ის სიღრმეზე იყო.
BBC-ის ინფორმაციით, ამ დრომდე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გაეროს ბავშვთა სააგენტო Unicef-ის განცხადებით, წინა მიწისძვრებში დაღუპულთა 90%-ზე მეტი ქალი და ბავშვი იყო.
USGS-ს განცხადებით, ბოლო მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ჰერატის ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში, ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი, ირანის საზღვართან ახლოს.
გასულ შაბათს მიწისძვრა მოხდა ზინდაჯანში, ჰერატიდან 40 კილომეტრში.
მიწისძვრის შედეგად, სახლები, რომლებიც ზედმეტად მყიფე იყო, ნანგრევებად იქცა.
სოფლის მცხოვრებლები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძებნად ნიჩბებსა და შიშველ ხელებს იყენებდნენ.