თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა კუბის მთავარ აეროპორტთან, ჰავანაში მოხდა.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავში 104 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 3 ადამიანი გადაურჩა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ხელისუფლებამ ქვეყანაში 2 დღიანი გლოვა გამოაცხადა.