ავლაბარში, ხიდისთავის ქუჩაზე 25 ნომერში მდებარე სახლის კედელი ჩამოიშალა, შედეგად დაზიანდა მანქანა.შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.
დაზიანებული ავტომობილის მეპატრონის განცხადებით, მისთვის უცნობია, ვინ არის პასუხისმგებელი მიყენებულ ზარალზე.
მთავარიტვ