ორწლიანი ჩაკეტვის შემდეგ ავსტრალია უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია წერს, საზღვრები 21 თებერვლიდან გაიხსნება, რაც ბევრი სექტორის გააქტიურებას, მათ შორის საერთაშორისო განათლებას ხელს შეუწყობს.
“თუ ორმაგად აცრილი ხართ, ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს დაბრუნებას“, – თქვა პრემიერ- მინისტრმა სკოტ მორისონმა.
ცნობისთვის, ავსტრალიას პანდემიის განმავლობაში ყველაზე მკაცრი სასაზღვრო კონტროლი ჰქონდა. საზღვრები 2020 წლის მარტში ჩაიკეტა. ქვეყნის მთავრობამ, უცხოელების ქვეყანაში შესვლა აკრძალა და დააწესა შეზღუდდვები შესვლაზე, რათა დაეხმაროს კოვიდთან ბრძოლაში.
ზოგიერთ საერთაშორისო სტუდენტს და კვალიფიციურ მიგრანტს კი, ქვეყანაში შესვლის უფლება 2021 წლის დეკემბრიდან მიეცა.
ვინც ავსტრალიაში შესვლას გადაწყვეტს ვალდებული იქნება ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი წარადგინოს. მათ კი ვისაც აცრა სამედიცინო მიზეზის გამო არ აქვთ გაკეთებული, შესაბამის უწყებას უნდა მიმართონ, ქვეყანაში შესვლაზე თანხმობის შემთხვევაში კი კარანტინში გადავიდნენ.
ავსტრალიაში ამ დრომდე კორონავირუსის 2,7 მილიონზე მეტი შემთხვევა და 4 248 გარდაცვალება აღირიცხა. მოსახლეობის თითქმის 80% სრულადაა აცრილი.
[sexy_author_bio]