ავსტრალიაში კაცი ბადიდან ვეშაპის გადარჩენის გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ოქროს სანაპიროზე ვეშაპი სახელმწიფო საზღვაო ბადეში მოხვდა, რის შესახებაც ხელისუფლებას შეატყობინეს. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ კაცმა გადაწყვიტა თვითონ გაეთავისუფლებინა ის.
ნავი დაძრა და მხოლოდ დანის მეშვეობით მოახერხა მისი განთავისუფლება.
სანაპიროზე დაბრუნების შემდეგ კი ხელისუფლებამ დააჯარიმა.
ქვისლენდის შტატს აქვს ჯარიმები საბჭოს ქონების შელახვისთვის და ასევე ვეშაპთან მიახლოებისთვის.
ავსტრალიის სანაპიროების ირგვლივ ზვიგენების ბადეების გამოყენება საკამათოა გარემოზე ზემოქმედების გამო.
შარშან, სახელმწიფოს ბადეებში დაჭერილი მინიმუმ ხუთი ვეშაპი იყო.