ავსტრალიის რაგბის კავშირის ვარსკვლავი კარმაიკლ ჰანტი ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით პოლიციამ დააპატიმრა. ამის შესახებ BBC იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, The Wallabies-ის მოთამაშე და მასთან ერთად მყოფი 1 პიროვნება სამართალდამცავებმა ნარკოტიკების აღმოჩენის შემდეგ დააპატიმრეს.
როგორც ცნობილია, ინციდენტის ირგვლივ გამოძიება დაიწყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2015 წელს ჰანტს კოკაინის აღმოჩენის გამო 23 400 დოლარი ჯარიმის სახით დაეკისრა, ხოლო 6 კვირით თამაშის უფლება ჩამოართვეს.