ცოტა ხნის წინ ქალაქ მელბურნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომებმა აღმოაჩინეს არაჩვეულებრივი ალმასის პლანეტა, რომელიც გალაქტიკის სივრცეში პატარა ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს.
ახალ პლანეტას მნიშვნელოვნად მეტი სიმკვრივე აქვს, ვიდრე სხვა ცნობილ პლანეტებს და ძირითადად ნახშირბადისგან შედგება. პლანეტის გაზრდილი სიმკვრივის გამო, სწავლულები ვარაუდობენ, რომ ნახშირბადი შეიძლება იყოს კრისტალური მოდიფიკაციის და იდუმალი პლანეტის დიდი ნაწილი, შესაძლოა: ალმასებისგან შედგებოდეს.
ამ ვარსკვლავის ორბიტა იმდენად მცირეა, რომ თავისუფლად მოთავსდება მზის შიგნით. ალმასის პლანეტა იმყოფება 4 000 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. ალბათ პლანეტა არის მსხვილი ვარსკვლავის ნარჩენები, გარეთა ფენები კი გარდაიქმნა ეგრეთ წოდებულ პულსარად, რომლის ირგვლივაც ბრუნავს აღმოჩენილი პლანეტა.
კვლევების თანახმად, აღმოჩენილი პლანეტის მასა ცოტათი მეტია იუპიტერის მასაზე, მაგრამ მისი სიმკვრივე 20-ჯერ აღემატება. ახალი პლანეტის შემადგენლობაში, ნახშირბადის გარდა, შეიძლება იყოს ჟანგბადიც. მაღალი სიმკვრივის გამო პლანეტის შემადგენლობაში არ არის წყალბადი და ჰელიუმი, რომლებიც ძირითადი შემადგენელი ნაწილებია ისეთი აირული გიგანტებისა, როგორიცაა იუპიტერი.
ავტორი