ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს, სკოტ მორისონს, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კვერცხი ესროლეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ BBC ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კვერცხი პრემიერ-მინისტრს თავზე მოხვდა, მაგრამ არ გატყდა.
შემთხვევის ამსახველ ვიდეოში ჩანს 25 წლის ქალი, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ დააპატიმრა.
მორისონმა, პირს რომელმაც კვერცხი ესროლა მხდალი უწოდა.
როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი „თვითერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში წერს, მისი შეშფოთება შემთხვევის დროს მოხუცმა ქალმა გამოიწვია, რომელიც ცუდად გახდა და მის ფეხებთან დაეცა.
პრემიერ-მინისტრი მას წამოდგომაში დაეხმარა.