ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი კანცლერის თანამდებობას და ასევე პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს.
BBC-ის ინფორმაციით, კარლ ნეჰამერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ავსტრიის კანცლერის თქმით, მისი პარტია – კონსერვატიული „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ მთავარ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.






























































