ავსტრიის კლინიკამ, რომელმაც პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე მზადყოფნა, რომელიც 5 იანვარს გამოთქვა, მკურნალობაზე თანხმობა უარით შეცვალა. ამის შესახებ დაჭრილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, მიმდინარეობს კლინიკების მოძიება, ამასობაში კი მაჩალიკაშვილის ჯანმრთელბის მდგომარეობა მძიმდება.
მაჩალიკაშვილები პროკურატურისგან დაზარალებულად ცნობას ითხოვენ. ამ მოთხოვნით უფლებადამცველი პროკურატურას ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში მიმართავს.
დაცვის მხარე უახლოეს მომავალში ინტენსიურ გამოძიებას იწყებს. კუბლაშვილის ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე ახალი გარემოება გამოიკვეთა, თუმცა ადვოკატი დეტალებს არ აკონკრეტებს.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.