“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში სოფელ ასკანის მოსახლეობას შეხვდა და მათ წინასაარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა გააცნო.
“ჩვენი გეგმების და ინიციატივების შეთანხმება სოფლად მცხოვრებ ადამიანებთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება; ინფრასტრუქტურის განახლება; ახალი ავტობუსები ოზურგეთს; ახალი პროექტები სოფლის მეურნეობის სფეროში; ღირსეული საცხოვრისი პირობები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის; გარემოსდაცვითი საკითხები და ეკოლოგია – სხვა პრიორიტეტებთან ერთად, ამ საკითხებზე ვიმუშავებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
მჯერა, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და საკითხები რაზეც შევთანხმდით, ამ ულამაზეს სოფელს წინსვლას და წარმატებას მოუტანს! მჯერა ერთად გავიმარჯვებთ!“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ. (R)