ავთანდილ თალაკვაძე: განვაგრძობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას ოზურგეთში.
შეკვეთილში კერძოდ, სოფელ კაპროვანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„სამუშაოები, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ – დღეს დავათვალიერეთ.
პროექტის ბიუჯეტი 984 110 ლარს შეადგენს. გარდა გზის რეაბილიტაციისა, აქ მოწესრიგდა წყლისა და კანალიზაციის სისტემა. ასევე, დამონტაჟდა გარე განათება,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
(R)