სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ეროვნულ გმირს ზაზა დამენიას; კიდევ ერთხელ გამოვხატეთ თანაგრძნობა მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია! მჯერა, რომ ოკუპაცია დასრულდება და ერთიან, განვითარებულ და ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას შევძლებთ,“– განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
სოხუმის დაცემის დღიდან დღეს 29 წელი გავიდა.
(R)