“ ოზურგეთს კიდევ ერთი თანამედროვე, ახალი რეკრეაციული სივრცე ექნება, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები – ბავშვები და მშობლები, ახალგაზრდები და უფროსები შეძლებენ დრო სასიამოვნო გარემოში გაატარონ. ნინოშვილის ქუჩაზე პარკის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამუშაოებს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განვახორციელებთ,”– აღნიშნავს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე.
(R)