„აქტიურად მიმდინარეობს და მალე დასრულდება ზაფხულის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ურეკსა და შეკვეთილში. მოწესრიგდა პლაჟები, აშენდა ბულვარი, დამსვენებელთა უსაფრთხოებისთვის, სანაპიროზე შენდება სპეციალური კოშკურები, წესრიგდება კომერციული ინფრასტრუქტურა. პანდემიის დასრულებასთან ერთად, წლევანდელი სეზონი შიდა და საერთაშორისო ტურიზმის მხრივ ძალიან აქტიური იქნება. ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს საერთაშორისო დონის კულტურული ცენტრი – „ბლექ სი არენა“, რომელიც მაღალი დონის ღონისძიებებს მასპინძლობს. ასევე, სრულიად უნიკალური და განსაკუთრებული დენდროლოგიური პარკი, რომელიც გახსნიდან დღემდე უკვე მილიონობით ვიზიტორმა მოინახულა. ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელებული ეს და სხვა შესანიშნავი პროექტები, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ქმნის ახალ, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ზაფხულის სეზონის საზეიმო გახსნას, რომელსაც სპეციალური ღონისძიება და კონცერტი მიეძღვნება. მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომელიც მაქსიმალურად გვერდში გვიდგას“, – განაცხადა მერიის სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)