ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰელენ სანდ ანდრესენს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში კაორი იშიკავას შეხვდა.
„პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ელჩთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან, სადაც ვისაუბრეთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაზე, ნორვეგიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ოზურგეთში. ელჩმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა,“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.
შეხვვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, ფონდი „ტასოს“ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
(R)