ოზურგეთის მერმა – ავთანდილ თალაკვაძემ მოადგილეებთან – გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნათია გოლიაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს ახალგაზრდებს, პედაგოგებსა და განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც ამ დღეს დიდი მონდომებით ხვდებიან! მჯერა, სკოლაში გატარებული წლები მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი იქნება თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში – წინ განათლებით მიღწეული არაერთი გამარჯვება გელოდებათ. წარმატებებს გისურვებ,“ – აღნიშნა მერმა.
(R)