„გაგაცნობთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელსაც ქალაქ ოზურგეთში განვახორციელებთ. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ვიწყებთ ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციას. პროექტის ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მოგეხსენებათ, ექადიის ტყე-პარკი გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემით. არსებული ლანდშაფტის და მწვანე ნარგავების სრული დაცვით და შენარჩუნებით, ჩვენ ვგეგმავთ, რეკრეაციული ზონების მოწყობას, სასეირნო ბილიკების გაკეთებას, დასასვენებელი სკამების და ლამპიონების მონტაჟს. მოქალაქეებისთვის შეიქმნება მაქსიმალურად კომფორტული გარემო დასვენებისთვის. მნიშვნელოვანია რომ ექადიის ტყე-პარკი გახდეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია და სანაპიროს ქუჩას საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდეს,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)