„მსურს კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო და მხარდაჭერისთვის მივმართო ჩვენს მოსახლეობას. სამწუხაროდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში გახშირდა ვანდალიზმის ფაქტები. ხშირია შემთხვევები, როცა ახლად რეაბილიტირებული სკვერის, შენობის თუ ინვენტარის მიზანმიმართული დაზიანება ხდება. მაშინ როდესაც ჩვენი ქალაქი ლამაზდება, ხორციელდება მასშტაბური პროექტები – თითოეული ჩვენგანის ვალია დავიცვათ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც გაკეთდა. აქვე, მინდა ვთქვა, რომ არცერთი მსგავსი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე და შესაბამისი სამსახურები, კანონიერ რეაგირებას მოახდენენ ამ შემთხვევებზე. ჩვენი მხრივ, ვგეგმავთ, რომ ყველა ახლადრეაბილიტირებული პარკი და სივრცე აღვჭურვოთ ვიდეო კამერებით, როგორც უსაფრთხოების გაზრდის, ასევე ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით,“– განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)