ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში.
რამდენიმე წუთის წინ, ქავთარაძისა და მარიჯანის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ნისანის მარკის ავტომობილი და მოპედი შეეჯახა.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით კი ავტომობილის მძღოლი დააჯარიმეს.