ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა მარნეულში, პოლიციის შენობის მიმდებარედ მოხდა. ინფორმაციას marneuli.tv ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს, ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, პირველი ნომრის მძღოლი. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით ბოლნისის მხრიდან მოდიოდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა. სამარშუტო ტაქსში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, სახანძრო სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
გარდაცვლილი უკვე ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.