ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც ავტობანზე, რუის-ურბნისის მონაკვეთზე მოხდა. მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ლილოდან მოდიოდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 276-მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.