გლაზგოში, მდინარე კლაიდზე წარმატებით გამოცადეს ავტობუსი-ამფიბია, რომელიც გლაზგოს მუნიციპალიტეტის შეკვეთით ჰოლანდიაში დამზადდა.
იგი 1,1 მლნ დოლარი დაჯდა.
ქალაქის მესვეურები ავტობუსი-ამფიბიებით ჩაანაცვლებენ შიდასაქალაქო მარშრუტების ბორნებს, რომელთა მოვლა-პატრონობაც გაცილებით ძვირი და არამომგებიანი გახდა.