სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. შემთხვევა თურქეთში მოხდა.
Buzlu-ს კომპანიის მიერ მართული ავტობუსი, დოშემეალთის რაიონში, კომურლერის გზაჯვარედინზე გზისპირა ბარიერებს შეეჯახა და ხევში ჩავარდა.
„სამწუხაროდ, ავარიის შედეგად ჩვენი რვა მოქალაქე დაიღუპა და 26 ადამიანი დაშავდა“, – თქვა ანტალიის გუბერნატორმა შაჰინმა. „დაშავებულთაგან ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია. ისინი მკურნალობისთვის ახლომდებარე საავადმყოფოებში, ძირითადად ქალაქის საავადმყოფოში, გადაიყვანეს.“
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე მოსახვევთან მიახლოებისას ძლიერი ნისლისა და სველი გზის საფარის გამო ვერ დაიმორჩილა.



























































