ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა თბილისში, წერეთლის გამზირზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
:კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა წერეთლის გამზირზე. ავტობუსი ქვეითს დაეჯახა რომელმაც გზაზე გადაურბინა, ქვეითი საბედნიეროდ გადარჩა.
თუმცა რისთვის გაკეთდა წერეთელზე ამდენი შუქნიშანი თუ მაინც არღვევენ ქვეითები და პატრული არ რეაგირებს ამ ფაქტზე?”_ წერია გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.