დაბა აბასთუმანში ავარია მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამარშუტო ავტობუსს, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები ახალციხის კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს.
კლინიკა „იმედის“ განცხადებით, მათთან გადაყვანილია 11 დაშავებული. მათ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ და უტარდებათ დამატებითი კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შესწორება: მასალაში თავდაპირველად ეწერა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები ზარზმის აკადემიის მოსწავლეები იყვნენ, თუმცა აკადემიაში გვითხრეს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. იგივეს ადასტურებს აკადემიის მოსწავლის მშობელიც.