აშშ-ის ტეხასის შტატში, მიგრანტების ცენტრთან ახლოს ავტობუსს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა მექსიკის საზღვართან ქალაქ ბრაუნსვილში მოხდა. სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.
მანქანის მძღოლი უკვე დაკავებულია, როგორც BBC წერს, უცნობია, ავარია უბედური შემთხვევა იყო, თუ განზრახ ჩადენილი დანაშაული.