ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას ajaratimes ავრცელებს.
შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. დაშავებულია №13 მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის მესამე განყოფილებაში იმყოფება და გამოკითხვაზეა.
მერაბ ღოღობერიძის ინფორმაციით, მძღოლის განმარტებით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჩერებიდან მოძრაობის განახლებას აპირებდა. მისი თქმით, რამდენიმე მოქალაქემ ავტობუსის კარის ხელახლა გახსნა მოითხოვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, შემდეგ კი კონფლიქტი ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.



































































