ეგვიპტეში ავტობუსზე, რომელსაც წმინდა სამუელ აღმსარებლის მონასტერში ქრისტიანი მომლოცველები მიჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
RT-ს ინფორმაციით, მსგავსი თავდასხმა 2017 წელსაც მოხდა, რის შედეგადაც, 28 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა.