ერთხელ, მანქანის საჭესთან მჯდომმა ჩარლი ჩაპლინმა ქუჩაში მოძრაობის წესები დაარღვია.
დიდი მსახიობი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.
პოლიციის კომისარმა ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა ჩაპლინი:
– ნაცნობი სახეა. თუ არ ვცდები, მე თქვენ სადღაც მინახიხართ.
– შესაძლებელია! – ჩაილაპარაკა მსახიობმა.
– აი, ხომ ხედავთ, თქვენ თვითონ აღიარებთ. განა არა, მაშინვე მივხვდი, რომ თქვენ გამოუსწორებელი ავტოხულიგანი ბრძანდებით!