წუხელ, გვიან საღამოს, ავტომანქანა ტორტების მაღაზიაში შევარდა. შემთხვევა გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მოხდა, სადაც არც მოსახვევია და ქვეითები ყოველთვის მოძრაობენ.
როგორც მოქალაქეები იტყობინებიან, შეჯახების შემდეგ, მძღოლმა ტერიტორია დატოვა. მათთვის გასაკვირია, როგორ აღმოჩნდა მანქანა მაღაზიაში, როდესაც გზა სწორი მიმართულებისაა.
წყარო: qartli.ge


































































