“Rolls-Royce”საავტომობილო სამყაროს ლეგენდაა. ამ მარკამ მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში ოცზე ცოტა მეტი მოდელი გამოუშვა, როცა სხვა ცნობილი ავტობრენდები საოცარი სისწრაფით ქმნიდნენ ახალ-ახალ მოდელებს.
“როლს-როისი” არასდროს ისწრაფოდა რაოდენობისკენ, ხარისხის საზიანოდ. ეს საავტომობილო მარკა დღემდე, უპირველესად, პრესტიჟთან ასოცირდება და მისი მფლობელები გამუდმებით ცდილობენ, ყოველი მოდელი სრულყოფილი იყოს.
სწორედ იმიტომ, რომ ბრენდი ასე ცოტა მოდელს უშვებს, ყოველი მათგანი თავისი დროის ლეგენდად იქცევა და დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით იყიდება.
ამ ბრიტანული ავტომობილებით იწონებდნენ თავს მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები თუ შოუბიზნესის ვარსკვლავები.