მსხვერპლით დასრულდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მხარეს მოძრავი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების დროს შუახნის კაცი ადგილზევე დაიღუპა.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების,ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
წყარო: speqtri.ge