“აჭარათაიმსის” ინფორმაციით, ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა.
შემთხვევა ბაქოსა და შავშეთის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.



































































