თბილისში, ჰუალინგთან ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ავტომობილი უკანა მხრიდან ტრაილერს შეეჯახა, რის შემდეგაც “ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილმა რამდენიმე ბრუნი გააკეთა, დენის გადამცემ ბოძს დაეჯახა და აალდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
ცეცხლმოკიდებული მანქანის ჩაქრობა ადგილზე მყოფებმაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ცეცხლმოკიდებული ავტომობილი დახვდათ, რომელშიც ერთი პირი იმყოფებოდა და სამწუხაროდ, ავტომობილთან ერთად, დაიწვა.