ავტომობილი გზიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-გაჩიანის გზაზე მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “ბეემვეს” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.
ავარიის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.



































































