მესტიაში, სოფელ დიზში, ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა და ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
თვითმხილველების თქმით, „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც მანქანა მდინარეში გადავარდა.
დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.

































































