ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა მარნეულში, კოსტავას ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცს, რომელიც მანქანის მძღოლი იყო, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. დილით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მართვისას ის ცუდად გახდა და წონასწორობა დაკარგა. ავტომანქანა კოსტავას ქუჩაზე მდებარე სამხედრო ბაზასთან მდინარეში ჩავარდა. მანქანა და გარდაცვლილი კაცის ცხედარი მდინარიდან შესაბამისმა სასახურებმა ამოიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.