ავარია თელავში – მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 15 წლის გოგოს დაეჯახა
როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან” იუწყება, თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი გზაზე გადასვლას ცდილობდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულს ბარძაყის ძვალი აქვს გატეხილი და ოპერაციას საჭიროებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
შემთხვევის ადგილი უკვე დაასურათეს ექსპერტ-კრიმინალიატებმა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.































































