ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში, სოფელ აგარაში. წყაროს ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც პედაგოგი ქალი მართავდა, მდინარეში გადავარდა.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა _ რაულ სალაძის განცხადებით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
მოგვიანებით, წყარომ გვაცნობა, რომ დაშავებული ბათუმში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა.
გარდაცვილი 36 წლისაა და მას ერთი შვილი, 4 თვის დარჩა.