“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”,_ ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
როგორც კომპანია აცხადებს, გაზსადენის დაზიანების გამო ლილოს დასახლებაში გაზის მიწოდება 5000 აბონენტს შეუწყდა.
“გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 11:00 სთ-დან და დასრულდება 19:00 საათამდე.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”,_ აცხადებს “თბილისი ენერჯი”.





























































