ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მოხდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.



































































