აგარა-გომის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე, 16 წლის გოგო ემსხვერპლა. დაშავებულია ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპულის ძმაა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.