ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე.
“მოსახვევში ავტომობილი მოსრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი თავდაპირველად სხვადასხვა დაზიანებებით ჩოხატაურის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისში. ყველა მათგანს მძიმე დაჟეჟილობა აქვს მიღებული, ერთს კი მოტეხილობა”,_ გვეუბნება წყარო.
ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 22 ნოემბერს მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო, თუმცა, დაშავებულების შესახებ ინფორმაციას უწყებაში არ ადასტურებენ.





























































