ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბაკურციხე თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე,_ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
ბარჯისხევის მონაკვეთზე ერთმანეთს “პრიუსის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და “ფორდის” მარკის სატვირთო შეეჯახა.
დაზიანებები მიიღეს ტრანსპორტში მყოფმა მგზავრებმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები.
ავარიის მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.































































