ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან. გურია ნიუსის ინფორმაციით, ერთმანეთს ბათუმიდან მომავალი ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა და გზიდან გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები “გურია ნიუსს” წყარომ მიაწოდა.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყების კომენტარს მიღებისთანავე მივაწვდით ჩვენს მკითხველს.































































