ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში.
როგორც გურია ნიუსს წყარო უყვება, ერთ-ერთი ავტომანქანა გუთური-ჩაისუბნის გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც მეორე შესახვევიდან გამოდიოდა. სწორედ, ამ დროს მოხდა ავარია, რის შედეგადაც ერთ-ერთი მანქანა ამოყირავდა.
როგორც თვითმხილველი გვიყვება, შემთხვევის შედეგად, ავტომანქანებში მსხდომებმა მიიღეს მცირედი დაზიანება. ისინი გადაყვანილნი არიან სამედიცინო შემოწმებაზე. რის შემდეგაც წყაროს თქმით, პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში გამოიკითხებიან.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დეტალებს “გურია ნიუსი” შსს-ში არკვევს
































































